ჩვენი ანალიტიკოსი-ოპერატორები მუდმივ კონტროლს უწევენ გაყიდვების პროგრამებს გადახვევის რეჟიმში, რათა დროულად გამოავლინონ ნებისმიერი სახის დარღვევა, მანიპულაციური ან არასანქცირებული ქმედება და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
პერსონალის კონტროლის ფარგლებში, ანალიტიკოსი-ოპერატორები აკვირდებიან ობიექტის სტაფის საქმიანობას, რათა გამოავლინონ შესაძლო დარღვევები, ქურდობა, მითვისება ან სხვა სახის გადაცდომა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ზარალი კომპანიებს არა გარეშე პირების, არამედ სწორედ თანამშრომელთა არასათანადო ქმედებების შედეგად ადგებათ. ჩვენი სერვისი ხელს უწყობს ამ რისკების შემცირებას, რაც ზრდის ბიზნესის გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას.