• Live Support

    Available

Archives: სერვისები

April 23, 2025 admin No Comments

სხვა სერვისები

“მსს ჯგუფი” ასევე გთავაზობთ უსაფრთხოებასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ მრავალ დამატებით სერვისს. ჩვენ ვქმნით პერსონალიზებულ გადაწყვეტებს, რომლებიც სრულად ერგება თქვენი ბიზნესის სპეციფიკურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ჩვენი გამოცდილება და ინდივიდუალური მიდგომა გეხმარებათ უსაფრთხოების მაქსიმალური სტანდარტების დაცვაში და ოპერაციული პროცესების ეფექტურად მართვაში.

April 23, 2025 admin No Comments

საწყობისა და outsource კომპანიების კონტროლი

“მსს ჯგუფი” გთავაზობთ oursource კომპანიებისა და საწყობის საქმიანობის მონიტორინგს, რათა უზრუნველყოთ ოპერაციული პროცესების გამჭვირვალობა და სანდოობა. ჩვენ ვაკონტროლებთ გარე კონტრაქტორების მუშაობის ხარისხს, ვაფასებთ მათ მიერ შესრულებულ დავალებებს და ვუზრუნველყოფთ, რომ მათი მომსახურება შეესაბამებოდეს შეთანხმებულ სტანდარტებს. საწყობის კონტროლის ფარგლებში, ყურადღებას ვამახვილებთ თანამშრომელთა კეთილსინდისიერ საქმიანობაზე, ვამოწმებთ, რამდენად ზუსტად სრულდება საწყობის ოპერაციები და გამოვლენთ შესაძლო დარღვევებს, მათ შორის […]

April 23, 2025 admin No Comments

მონაცემთა ანალიტიკა და რისკების შეფასება

“მსს ჯგუფი” გთავაზობთ მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესის უსაფრთხოების გაძლიერებას და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი ექსპერტები ახორციელებენ უსაფრთხოების მონაცემების დეტალურ ანალიზს, რათა დროულად იდენტიფიცირდეს შესაძლო რისკები და პრევენციული ზომები იქნას მიღებული. ფინანსური და ქცევითი ანალიზის საშუალებით, ვეხმარებით კომპანიებს დანაკარგების შემცირებაში და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაში. ამ მიდგომით, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, […]

April 23, 2025 admin No Comments

დისტრიბუციის თანამშრომელთა შემოწმება და მონიტორინგი

“მსს ჯგუფი” უზრუნველყოფს დისტრიბუციის თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგს, რაც ხელს უწყობს სამუშაო პროცესების ეფექტიანობასა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას. ჩვენ ვახორციელებთ პერსონალის საქმიანობის ანალიზს, ვაფასებთ მათი მუშაობის სიზუსტესა და სანდოობას, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს მინიმუმამდე დაიყვანონ შესაძლო რისკები. ეს სერვისი ეხმარება ბიზნესებს გააძლიერონ ოპერაციული კონტროლი, გაზარდონ დისტრიბუციის ხარისხი და უზრუნველყონ დისტრიბუციის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა.

April 23, 2025 admin No Comments

დისტანციურად მართვადი ელექტრონული საკეტები

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს დისტანციურად მართვადი ელექტრონული საკეტების მონტაჟს და მართვას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია საცალო ვაჭრობის (Retail) სექტორისთვის. ეს ინოვაციური გადაწყვეტა საშუალებას გაძლევთ, გადაიტანოთ რესივინგის პროცესი ღამის საათებში, რითაც ოპტიმიზდება თქვენი სავაჭრო ობიექტის მომარაგება და შემცირდება დღის განმავლობაში საქმიანობის შეფერხების რისკი.

April 23, 2025 admin No Comments

უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი

ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები და ტექნიკური ინჟინრები გთავაზობენ პრემიუმ ხარისხის უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს და ქსელის სრულ აწყობას. უზრუნველვყოფთ როგორც ტექნიკის, ასევე შესრულებული სამუშაოს გარანტიას, რაც თქვენი ობიექტის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.სრული გარანტიით როგორც ტექნიკაზე ასევე შესრულებულ სამუშაოებზე.

April 23, 2025 admin No Comments

იურიდიული მომსახურება

ჩვენი კვალიფიციური იურისტების ჯგუფი დაგეხმარებათ, თქვენი შიდა სტანდარტები და ინსტრუქციები მოიყვანოთ მოქმედი კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში. გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას სამართალდამცავ სტრუქტურებთან და სასამართლო პროცესებში, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა გეხმარებათ სამართლებრივი რისკების მინიმუმამდე დაყვანასა და ბიზნესის უსაფრთხოების გაძლიერებაში.

April 23, 2025 admin No Comments

ინსპექტორის მომსახურება

ინსპექტორი არის მაღალკვალიფიციური  სპეციალისტი, რომელიც პირადად სტუმრობს ობიექტებს და ადგილზე ამოწმებს უსაფრთხოების მდგომარეობას. მისი მოვალეობები მოიცავს სალაროს გადათვლას, მიღებული პროდუქციის ინვენტარიზაციას და ბიზნესპროცესების კონტროლს, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო დარღვევები.დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტორი იწყებს შიდა გამოძიებას, ატარებს ინტერვიუს დამრღვევ თანამშრომელთან და, კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აწესებს შესაბამის სანქციას.

April 23, 2025 admin No Comments

მომსახურების ხარისხის კონტროლი

ბიზნესებისთვის, სადაც მთავარი პრიორიტეტი დანაკარგების შემცირებასთან ერთად  არის, ასევე, მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, ვთავაზობთ სრულყოფილ ხარისხის კონტროლის სისტემას.ჩვენ ვქმნით მომსახურების სტანდარტებს, გარდავქმნით მათ დეტალურ ინსტრუქციებად, ვატარებთ პერსონალის ტრენინგებს და ვაკონტროლებთ დადგენილი სტანდარტების დაცვას, როგორც ვიდემეთვალყურეობის ასვე მისტიური მომხმარებლის მეშვეობით. ეს პროცესი ხელს უწყობს მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას, ბიზნესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და კონკურენტულ უპირატესობას.

April 23, 2025 admin No Comments

ERP პროგრამისა და პერსონალის კონტროლი

ჩვენი ანალიტიკოსი-ოპერატორები მუდმივ კონტროლს უწევენ  გაყიდვების პროგრამებს გადახვევის რეჟიმში, რათა დროულად გამოავლინონ ნებისმიერი სახის დარღვევა, მანიპულაციური ან არასანქცირებული ქმედება და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. პერსონალის კონტროლის ფარგლებში, ანალიტიკოსი-ოპერატორები აკვირდებიან ობიექტის სტაფის საქმიანობას, რათა გამოავლინონ შესაძლო დარღვევები, ქურდობა, მითვისება ან სხვა სახის გადაცდომა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ზარალი კომპანიებს არა გარეშე პირების, არამედ სწორედ […]