“მსს ჯგუფი” გთავაზობთ oursource კომპანიებისა და საწყობის საქმიანობის მონიტორინგს, რათა უზრუნველყოთ ოპერაციული პროცესების გამჭვირვალობა და სანდოობა. ჩვენ ვაკონტროლებთ გარე კონტრაქტორების მუშაობის ხარისხს, ვაფასებთ მათ მიერ შესრულებულ დავალებებს და ვუზრუნველყოფთ, რომ მათი მომსახურება შეესაბამებოდეს შეთანხმებულ სტანდარტებს.
საწყობის კონტროლის ფარგლებში, ყურადღებას ვამახვილებთ თანამშრომელთა კეთილსინდისიერ საქმიანობაზე, ვამოწმებთ, რამდენად ზუსტად სრულდება საწყობის ოპერაციები და გამოვლენთ შესაძლო დარღვევებს, მათ შორის თაღლითობის ან უნებლიე დანაკარგების შემთხვევებს. ჩვენი მონიტორინგის სისტემა ეხმარება კომპანიებს, შეინარჩუნონ სრული კონტროლი საწყობის პროცესებზე, დაიცვან აქტივები და მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები.