• Live Support

    Available

ვიდეო მონიტორინგის შექმნის ისტორია: სამხედრო უსაფრთხოებიდან რითეილ სექტორამდე

April 30, 2025 MSS Group No Comments

ვიდეო მონიტორინგის შექმნის ისტორია: სამხედრო უსაფრთხოებიდან რითეილ სექტორამდე

დღეს ვიდეო მონიტორინგი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების განუყოფელი ნაწილია. ის წარმოადგენს უწყვეტი კონტროლის, სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების მძლავრ ინსტრუმენტს, რაც ბიზნეს საშუალებას აძლევს მინიმუმამდე შეამციროს დანაკარგები. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ვიდეო მეთვალყურეობის ისტორია ათწლეულების წინ იწყება და მისი გზა საოცრად საინტერესოა — სამხედრო კვლევებიდან რითეილ სექტორის სავალდებულო სტანდარტამდე.

პირველი ვიდეოკამერა

ვიდეო მეთვალყურეობის ერთ-ერთი პირველი გამოყენება თარიღდება 1942 წლით, როდესაც გერმანიამ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კამერის სისტემა გამოიყენა V-2 რაკეტების გაშვების პროცესის დასაკვირვებლად. ეს კამერა იყო სტატიკური და სპეციალურად შექმნილი ჰერმეტულად დალუქული სივრცეებისთვის. სისტემა შეიმუშავა გერმანელმა ინჟინერმა ვალტერ ბრუშმა. ამ ეტაპზე ტექნოლოგია მხოლოდ სამხედრო და სამეცნიერო მიზნებისთვისგამოიყენებოდა

CCTV-ის (Closed-Circuit Television) ერა

პირველი CCTV სისტემა, როგორც ცალკე მიმართულება, აშშ-ში დაინერგა 1950-იან წლებში. განსხვავებით ფართოდ გავრცელებული სატელევიზიო სისტემებისგან, CCTV საშუალებას იძლეოდა ვიზუალური სიგნალი გადაეცა ერთ კონკრეტულ წერტილში, რაც მას აქცევდა იდეალურ დაკვირვების ინსტრუმენტად. სწორედ ეს გახდა თანამედროვე ვიდეო მეთვალყურეობის ტექნოლოგიის განვითარების საფუძველი.

ვიდეო მეთვალყურეობის დანერგვა უსაფრთხოების ინდუსტრიაში

1960-იანი წლებიდან CCTV სისტემებმა თავი გამოიჩინეს როგორც უსაფრთხოების სფეროს მძლავრი ინსტრუმენტი. თავდაპირველად ისინი გამოიყენებოდა ბანკებში, საფოსტო განყოფილებებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც მაღალი დონის უსაფრთხოება იყო საჭირო. იმ დროისთვის ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძვირადღირებული და რთულად ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ეფექტურობა აშკარა გახლდათ.

რითეილ სექტორი და ვიდეო მეთვალყურეობა

1980-იანი წლებიდან ვიდეო მეთვალყურეობა მასობრივად გავრცელდა რითეილ სექტორში. მაღაზიების მფლობელებმა მალევე შენიშნეს, რომ კამერების არსებობა ამცირებდა ქურდობის შემთხვევებს და ზრდიდა პერსონალის პასუხისმგებლობას. მოგვიანებით, ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად, კამერები გახდნენ უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და მრავალფუნქციური.

ვიდეო მონიტორინგი დღეს

დღეს ვიდეო მონიტორინგი აღარ არის მხოლოდ “თვალთვალი”. ის წარმოადგენს კომპლექსურ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც იძლევა ინფორმაციას მომხმარებელთა ქცევის, თანამშრომელთა აქტივობის, ლოგისტიკის პროცესებისა და სხვა მრავალი ასპექტის შესახებ. ასევე თანამედროვე პირობებში წარმოუდგენელია ERP სისტემების სრულყოფილი კონტროლი, ხარისხიანი ვიდეო მონიტორინგის გარეშე.  მაგრამ უმთავრესი ფუნქცია რაც ვიდეო მონიტორინგს თანამედროვე უსაფრთხოების კონსტრუქციის ბირთვად აქცევს არის ქურდობის აღკვეთა და პრევანცია. ოცდამეერთე საუკუნეში სწორედ ქურდობა წარმოადგენს რითეილ სექტორის მთავარ გამოწვევას. თუ ბიზნეზსს არ ემასხურება კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ვიდეო მონიტორინგის ჯგუფი ე.წ. შოპლიფტერებს (shoplifter) განუზომლად დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ ბიზნესისთვის. განსაკუთრებით რითეილ სექტორში ბიზნესი რომელიც სათანადოდ არ აფასებს ვიდეო მონიტორინგის როლს შეიძლება ითქვას, რომ განწირულია წარუმატებლობისთვის და ამის მაგალითები ქართულ რეალობაშიც მრავლად არსებობს.

მასალა მომზადებულია „მსს ჯგუფის მიერ“

 

მსს ჯგუფი გთავაზობთ:

✅ ვიდეო მონიტორინგის მომსახურეობას ლაივ რეჟიმში 24/7 ზე.

✅ ჩანაწერების დამუშავებას  ანალიტიკოს ოპერატორების მიერ.

✅ ERP პროგრამის კონტროლს

✅ ინდივიდუალურად შერჩეულ სერვის თქვენი ბიზნესის გამოწვევების შესაბამისად.

📞 დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი ბიზნესის უსაფრთხო მომავალი.

უსაფრთხოების საკითხებზე, მიიღე კონსულტაცია უფასოდ !

 

Please follow and like us:

Leave a Reply